საქართველოს ელჩმა და ხორვატიის მთავრობის წარმომადგენლებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ისაუბრეს

საქართველოს ელჩმა და ხორვატიის მთავრობის წარმომადგენლებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ისაუბრეს

საქართველოს ელჩი, ზაალ გოგსაძე სამუშაო ვიზიტით ზაგრებში იმყოფებოდა, სადაც ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ივან მილოშევიჩთან, ხორვატიის პრემიერმინისტრის მრჩეველთან მოადგილესთან საგარეო საკითხებში – მარიო შკუნცასთან, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან – ზდრავკა ბუშიჩთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, აქცენტი გაკეთდა ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და ივნისში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე.

ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები