საქართველოს ელჩი თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ელჩი თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტთან, რიფათ ჰისარჯიქლიოღლუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ელჩმა თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე.

თავის მხრივ, რიფათ ჰისარჯიქლიოღლუმ გამოხატა დაინტერესება, ქართულ მხარესთან, მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გაერთიანება არის უმალესი იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს თურქეთის კერძო სექტორს. იგი მოიცავს 365 სავაჭრო პალატასა და საფონდო ბირჟას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები