საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი

საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი

საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ასევე არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომელთაც მუშაობა საერთოდ არ უნდათ.
„საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი. საკმარისია ეს თუ არა? ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30-40 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება. ჩვენ გვინდა ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000 სამუშაო ადგილამდე წელიწადში. ეს სამუშაო ადგილები იქმნებოდა 2016-შიც. უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა უმუშევრობაში ვხედავთ დიდ გამოწვევას. ეს გამოწვევა არის იმაში, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, უმუშევრობის შემცირების ტემპი დაბალია. იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 3.7 მილიონიდან, ვისაც მუშაობა შეუძლია, არის დაახლოებით ორი მილიონი. დანარჩენი არის 15-წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ადამიანები. ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან „სამუშაო ადგილის გარეთ“. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ. თუმცა, არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა”. ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები