საქართველოს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა

საქართველოს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა

საქართველოს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც გერმანიის მხრიდან კანცლერი ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები