„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დიდი სახელმწიფოების დიპლომატიურ ურთიერთობებში: 1918-1921 წლები“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დიდი სახელმწიფოების დიპლომატიურ ურთიერთობებში: 1918-1921 წლები“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

20 ივნისს, 19:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, აუდიტორია 404-ში,  საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ირაკლი ჯავახიშვილის, წიგნის გაიმართება: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დიდი სახელმწიფოების დიპლომატიურ ურთიერთობებში: 1918-1921 წლები“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ინგლისურ ენაზე შედგენილი წიგნი 4 თავისაგან შედგება:
პირველ თავში განხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დღეები და გერმანიის მხარდაჭერა;
მეორე თავი ეხება ბრიტანელთა გამოჩენას და კავკასიის პრობლემებს;
მესამე თავში საუბარია 1920-1921 წლების ქარიშხლიან პოლიტიკურ მოვლენებზე;
მეოთხე თავი ეძღვნება საქართველო მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921).

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები