საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% – ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% – ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა.
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% – ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით.
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
• თბილსის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს
• სათაფლიას
ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები