საქართველოს ბანკის” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა.

“საქართველოს ბანკი” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”საქართველოს ბანკის” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა.
”ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. ”საქართველოს ბანკი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ღვთის წყალობით, გონიერება ეყოფათ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას და მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე

ზაზა სარალიძე საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს პოლიტიკურ ჭრილში.
ქართული არმიის შეიარაღებაში მომავალი წლიდან ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები“ გამოჩნდება
