„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა. „საქართველოს ბანკის“ აღნიშნულ სერვის ცენტრში მომხმარებელი ვერ შევა, თუ ბანკის პლასიკური ბარათი არ აქვს და სპეციალურ გამხსნელში არ მოათავსებს. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომლს კარი იარაღის მუქარით გაახსნევინა.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ ბანკის პირველ კარში შესვლისას, დაცვის თანამშრომელმა, რომლისთვისაც ბოროტმოქმედს იარაღი ჰქონდა დამიზნებული, დაუძახა თანამშრომლებს, რომ იყო დაყაჩაღების მცდელობა, რის შემდეგაც მათ სერვის ცენტრში შესასვლელი მეორე კარის დაკეტვა მოასწრეს, ბანკის თანამშრომლებისა და კლიენტების იზოლირება მოახერხეს და პოლიცია გამოიძახეს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები