საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ უსურვებს იმ მდგომარეობას, როგორშიც მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.-წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ უსურვებს იმ მდგომარეობას, როგორშიც მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.
როგორც მინისტრმა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის სავალალო მდგომარეობაში და მასზე სერიოზულ საუბარს არ აპირებს.
„მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს და შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობა. მას არ მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს საინტერესო არ არის. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ. ის არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ. თქვენ თუ აქ გამოგგზავნეს, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ასე არ ხდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა

პრეზიდენტი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის – ,,იაკობ გოგებაშვილი – ცხოვრება და მოღვაწეობა” ჩვენებას დაესწრო

რუსეთის პასუხში შეიძლება, ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის-პრემიერი
