საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამურად,  1,450,847 მგზავრს მოემსახურა, რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი).
„აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%-ით მეტი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67%-ით გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40,413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამურად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით მეტია. (2018 წელი 118,433 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88,448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68,261 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,406 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).
ჯამურად, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1,624 მგზავრი)“, – აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიაში“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები