“საქართველომ ვაქცინაციის მრავალმხრივი გეგმა შეიმუშავა, რომელიც დამტკიცდა და ახლა მიმდინარეობს მისი განხორციელება”

“საქართველომ ვაქცინაციის მრავალმხრივი გეგმა შეიმუშავა, რომელიც დამტკიცდა და ახლა მიმდინარეობს მისი განხორციელება”

მინდა აღვნიშნო ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა სპეციალისტებმა შეიტანეს იმაში, რომ კორონავირუსის ვაქცინა რაც შეიძლება დროულად ჩამოსულიყო ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა.

როგორც სილვიო დომენტემ აღნიშნა, ყველა ელოდებოდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ვაქცინა და ეს დღეც დადგა.

„2020 წლის 12 მარტს კოვიდი პანდემიად გამოცხადდა,. მაგრამ ახლა ზუსტად ერთი წლის თავზე, ჩვენ უკვე გვაქვს ვაქცინები, რომლებიც ჩამოვიდა საქართველში. არასდროს ყოფილა ისტორიაში პრეცედენტი, რომ ვაქცინა ასე სწრაფად ყოფილიყო შემოთავაზებული. აქ მხოლოდ შემუშავებაზე არ არის საუბარი, მისი განაწილება უკვე მოხდა ძალიან ბევრ გამომყენებელზე. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, უპრეცედენტო ძალისხმევა იყო ჩადებული და შედეგიც უპრეცედენტოა ჯერჯერობით. მე ასევე ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში ჩამოვიდა კოვაქსის მეშვეობით. ეს არის ერთადერთ მექანიზმი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ეს ვაქცინა განაწილებული იქნება ყველა ქვეყნისათვის და სწორად გაუნაწილდება იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის მკაცრად იცავდა თავის პოლიტიკას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ, ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. რაც მთავარია, როცა ვაქცინების ნაკლებობაა, მაშინ აუცილებელია პრიორიტეტი მიენიჭოს განსაკუთრებული ჯგუფებს. ჩვენ ძალიან არ გვინდოდა, რომ არ მომხდარიყო ვაქცინების ნაციონალიზაცია“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოში არის კოვაქსის პარტნიორი „იუნისეფი“.

„გუშინ ჩვენმა რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგებ და „უისეფის“ მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელმა, ერთად გამოაგზავნეს ეს ვაქცინა საქართველოში. ვაქცინაცია უკვე მზად არის დასაწყებად. მე ამას იმიტომ ვახსენებ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, გვქონდეს კარგი პარტნიორობა, სოლიდარობა და ერთად თანამშრომლობა. მე ასევე მინდა აღვნიშნო ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა სპეციალისტებმა შეიტანეს იმაში, რომ ეს ვაქცინა რაც შეიძლება დროულად ჩამოსულიყო ქვეყანაში“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.

მისივე თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც კოვაქსს შეუერთდა და ის იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც გაიარა ყველა პროცედურა, გადაიხარა ყველა საჭირო თანხა, რათა პირველებს მიეღოთ ვაქცინა.

„საქართველო ასევე ძალიან კარგი და ვაქცინაციის მრავალმხრივი გეგმა შეიმუშავა, რომელიც დამტკიცდა და ახლა მიმდინარეობს მისი განხორციელება. ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის ორგანიზაციას და პარტნიორებს, ძალიან გვიხარია, რომ შევძელით ვყოფილიყავით ამ პროცესის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ, შემდგომი თანამშრომლობისთვის და ჩვენ წვლილს შევიტანთ, რომ ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში კარგად განხორციელდეს. ჩვენმა დირექტორმა ტედროსმა დასვა ასეთი სამიზნე, რომ წლის პირველი 100 დღის განმავლობაში, დაავადებასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ყველა ადამიანი უნდა იყოს ვაქცინირებული. ჩვენ ახლა 72-ე დღე გვაქვს ამ გეგმის. კარგი შანსია, რომ საქართველომ ამ სამიზნე ნიშნულს მიაღწიოს. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები