საქართველოდან შენგენის ზონაში 100 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა-ფედერიკა მოგერინი

საქართველოდან შენგენის ზონაში 100 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა-ფედერიკა მოგერინი

საქართველოდან შენგენის ზონაში 100 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა.  საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი ამისთვის, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის, ერთმანეთის გაცნობისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მოქალქეებს შორის ურთიერთობები ღრმავდება.

“მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი მზადაა, სრულად გამოიყენოს ჩვენი მეგობრობის პოტენციალი. ჩემთვის სასიამოვნოა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობა. მე ვხედავ თქვენ მუშაობას რეფორმებზე, რაშიც თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. ჟენევის მოლაპარაკებები და ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვაფასებ თქვენ მიერ გატარებულ რეფორმებს და პოლიტიკას. 100 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა შენგენის ზონებში. საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი ამისთვის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ტურიზმისთვის, ერთმანეთის გაცნობისთვის. მეორე – ვხედავთ ქართულ პროდუქტს ევროპაში. ჩვენ საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. 37% გაიზარდა საქართველოს ექსპორტი. მესამე – უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ხალხთაშორის კავშირი. ესაა ყველაზე მთავარი. ჩვენ გვაქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის. საქართველო არის ფასდაუდებელი და ერთგული პარტნიორი ევროკავშირისთვის”, – განაცხადა მოგერინიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები