საქართველო ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობითაა დაინტერესებული

საქართველო ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობითაა დაინტერესებული

საქართველო ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობითაა დაინტერესებული. პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შეხვდება.

ხვალ ქართული დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შეუერთდება. გიორგი კვირიკაშვილს დაგეგმილი აქვს რამდენიმე შეხვედრა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან. იგეგმება აუდიენცია დავოსში ჩასულ პოლიტიკურ ლიდერებთანაც. პრემიერი სიტყვით გამოვა პანელზე Strategic Outlook – Eurasia. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის რანგში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს წელს მესამედ დაესწრება.

ფორუმში მონაწილეობას დონალდ ტრამპიც აპირებდა, თუმცა ბოლო გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წელს დავოსის სამიტს შესაძლოა არ დაესწროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეთრი სახლის ლიდერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრება ის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მას ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხები კარგად არ ესმის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები