საქართველო Pfizer-ის მილიონამდე დოზას მიიღებს

საქართველო Pfizer-ის მილიონამდე დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ საქართველო “ფაიზერის” მილიონამდე დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, ქვეყანა ივნისში “სინოფარმის” 250 ათას დამატებით დოზას მიიღებს.

“ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ “ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას “ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს “სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული “სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები