„საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია“-ანგელა მერკელი

„საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია“-ანგელა მერკელი

„საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია.
„ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან კარგი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის.“ – აღნიშნა მერკელმა.
ამასთან, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ვზიალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა შემცირებულია.
„საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა.“ – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები