საქართველო აშშ-დან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლესს “ჯაველინს” მიიღებს საუბარია 72 სარაკეტო კომპლექსზე, კონტრაქტის ღირებულება 75 მილიონი დოლარია

საქართველო აშშ-დან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლესს “ჯაველინს” მიიღებს  საუბარია 72 სარაკეტო კომპლექსზე, კონტრაქტის ღირებულება 75 მილიონი დოლარია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნასთან დაკავშირებით. რომლის ღირებულებაც 75 მილიონი დოლარია. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს.

უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს 410 რაკეტისა და 72 გამშვები ბლოკის, ასევე სასწავლო მოდელების შეძენის მოთხოვნით მიმართა.

„აღნიშნული პროცესი საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს. ჯაველინის სისტემა საქართველოს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.“- აღნიშნულია უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით აღნიშნული მიწოდება რეგიონში არსებულ საბაზო სამხედრო ბალანსის ცვლილებას არ გამოიწვევს.

როგორც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შემოთავაზებული მიყიდვის განსახორციელებლად საჭიროა აშშ-დან ერთი და საქართველოდა ორი კონრაქტორის წარმოდგენა.

სააგენტოს ცნობით , პოტენციურ რეალიზაციას კანონისმიერი დამტკიცება სჭირდება და გავრცელებული შეტყობინება არ ნიშნავს იმას რომ მიყიდვა უკვე გაფორმდა.

წყარო:newpost.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები