საქართველო არის თავისუფალი, ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა, რომლის უმთავრესი მიზანია თავისი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველო არის თავისუფალი, ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა, რომლის უმთავრესი მიზანია თავისი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველო არის თავისუფალი, ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა, რომლის უმთავრესი მიზანია თავისი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლაჰიუს თქმით, საქართველოში გატარებული 6 წელი მისთვის და მისი მეუღლისთვის განსაკუთრებული იყო.
„საქართველო უნიკალური ადგილია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებს ეს სიტყვები ბევრისგან სმენიათ. როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა და როგორც მე უკვე აღვნიშნე, საქართველოში ცალსახად მეტი ნატოა და ნატოში მეტი საქართველოა, რადგანაც საქართველო არა მხოლოდ უზრუნველყოფს თავისი დანაყოფების ჩართულობას, რომლებიც ავღანეთში ნატოს ძალებთან მხარდამხარ იბრძვიან, არამედ ასევე ჰყავს ქართველი სამხედროები, რომლებიც მუშაობენ ნატოს რეაგირების ძალებში და წვლილი შეაქვთ ალიანსის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ნამდვილად, დღეს საქართველოში მეტი ნატოა და ეს ურთიერთობა მუდმივად იზრდება და ძლიერდება, და ყოველივე ამის გაგრძელება, ბუნებრივია, მოსალოდნელია“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიდარწმუნებულია, რომ ნატო და საქართველო ისტორიულად პროგრესულ და სწორ გზაზე დგანან.
„ეს ქვეყანა იღვწის თავისუფლებისთვის და მისი მიზანია ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. საქართველო იზიარებს ჩვენს საერთო ევროატლანტიკურ ღირებულებებს. თქვენ სწორ, პროგრესულ ისტორიულ გზაზე დგახართ, როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა მოექცეს საქართველო, – და ახლაც თქვენ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ხართ, რადგანაც თქვენს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალებია განლაგებული. თქვენ უდიდესი დაბრკოლებები გადალახეთ, რათა მისულიყავით იქ, სადაც დღეს ხართ. იყო ეკონომიკის ჩამოშლა, სამოქალაქო ომი, კრიმინალის თარეში და კორუფცია, ომი რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიები, ასობით ათასი ლტოლვილი – თქვენ ყველა ეს გასაჭირი გამოიარეთ, რათა მიგეღწიათ იმ შედეგებისთვის, რომლებიც დღეს გაქვთ. ეს არის თავისუფალი, ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა, რომლის უმთავრესი მიზანია თავისი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. სწორედ ამაში მდგომარეობს დემოკრატიის არსი – მისი არსი ხალხშია. როდესაც განვმარტავთ, რას წარმოადგენს ნატო, უნდა ვთქვათ, რომ ნატო არ არის რაღაც ცალკეული ერთეული, – ხშირად გვესმის მოსკოვის პროპაგანდა, რომლის თანახმადაც ნატო თითქოსდა რაღაც იმპერიაა ან ქვეყანა, – ნატო არის კრებითი ერთობა, ანუ ის ეკუთვნის ხალხს, ის ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოებს, და სწორედ სუვერენული სახელმწიფოები იღებენ ყველა მის გადაწყვეტილებას, ხოლო საბოლო ჯამში, სწორედ ამ სუვერენული სახელმწიფოების მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებებს დემოკრატიული პროცესების მეშვეობით“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები