საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ნიკა კვარცახელიას მკვლელობის რეზონანსული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ხმაურიანი განცხადებებით გაიხსნა.

კითხვაზე იზიარებენ თუ არა წარდგენილ ბრალს ორივე დაკავებულმა განაცხადა , რომ მათ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენიათ.

მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავილაძე უმძიმეს დანაშაულს აღიარებს და განმარტავს, რომ მკვლელობა წინასწარ მარტო დაგეგმა და განხორციელა.

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად 2021 წლის 18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები