საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმე განიხილა

საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმე განიხილა

საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმე განიხილა. დაცვის მხარემ მოსამართლეს ორი შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატებმა ქვეყნის პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს.

თეიმურაზ ჯანაშიას განმარტებით, სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, საქმეში თეიმურაზ ჯანაშიას უდანაშაულობა დასტურდება. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის გამოკითხვას, ადვოკატის თქმით, პრეზიდენტი ბრალდების მხარესთან თანამშრომლობს და მათ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, პროცესზე კი დაცვის მხარეს სურს დაფიქსირდეს პრეზიდენტის დამოკიდებულება ჯანაშიას მიმართ.

საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები