საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძეს უსმენენ

საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძეს უსმენენ

საპროკურორო საბჭოს წევრები ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. დღესვე გაიმართება იურისტ გელა ჩივაძეს მოსმენაც.

საპროკურორო საბჭოს სხდომას ოპოზიციაც ესწრება. ოპოზიციის წევრებს კითხვები ირაკლი შოთაძესთან ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნაზე აქვთ.

პროკურორობის კანდიდატებს კითხვებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც დაუსვამს. ანრი ოხანაშვილს კანდიდატებთან კითხვები სამართლის აღდგენის კუთხით მათ ხედვაზე ექნება.

გენერალური პროკურორობის კანდიდატად ყოფილი გენპროკურორი, იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარადგინა.
ხოლო რაც შეეხება გელა ჩივაძეს, მისი კანდიდატურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ “დამცველი” წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ​ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
​რაც შეეხება გასაუბრებაზე დაბარებულ კიდევ ერთ კანდიდატს, გელა ჩივაძეს, ის საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ის დღემდე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატია.

ცნობისათვის, ​საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაიწყეს და უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს. კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები