საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი-ირაკლი კობახიძე

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი-ირაკლი კობახიძე

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.
„საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი. სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის–აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ ოფიციალურად კანდიდატი. მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი კონსულტაციები იყო, კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევთ იმას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე. გაგრძელდება განხილვები და ამის საფუძველზე შევჯერდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები