საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ამ ეტაპისთვის ცესკოს 32-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ამ ეტაპისთვის ცესკოს 32-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ამ ეტაპისთვის ცესკოს 32-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, 32-დან ნახევარი მათგანი პოლიტიკური პარტიების მიერ არის წარმოდგენილი, ხოლო მეორე ნახევარი საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელდა.
“კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატობის მსურველებს, პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ, განცხადებით მომართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯმდომარეს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, ამის შემდეგ ისინი იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, ხელმოწერები უნდა იყოს შეგროვებული არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა და ცესკოში წარმოდგენილი, ხოლო კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ამ ეტაპზე სულ საარჩევნო ადმინისტრაციას მომართა 32-მა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 32-დან ნახევარი მათგანი არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო ზუსტად მეორე ნახევარი არის საინიციატივო ჯგუფების მიერ. ხელმოწერების წარმოდგენების პროცესი მიმდინარეობს, ჯერჯერობით კანდიდატობის თითოეულ მსურველს აქვს ხელმოწერების შეგროვებისთვის დრო”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები