საფრანგეთში გოლფის მაყურებელს-49 წლის კორინ რემენდეს ბურთი მოხვდა და მხედველობა დაკარგა

საფრანგეთში გოლფის მაყურებელს-49 წლის კორინ რემენდეს ბურთი მოხვდა და მხედველობა დაკარგა

საფრანგეთში, გოლფის შეჯიბრზე, Ryder Cup-ის გათამაშებისას ამერიკელი მოთამაშის, ბრუკს კოეპკას მიერ დარტყმული ბურთი ერთ-ერთ მაყურებელს თვალში მოხვდა, რის შემდეგაც მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

49 წლის კორინ რემენდე შეჯიბრის საყურებლად საფრანგეთში ეგვიპტიდან ჩავიდა.

„ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ტკივილიც ვერ ვიგრძენი. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა თვალიდან სისხლდენა დამეწყო. სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მარჯვენა თვალის გუგა გასკდა“ – თქვა მან.

ქალი ტურის ორგანიზატორებს  აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი არც დაინტერესებულან მისი მდგომარეობით.

თავად გოლფის მოთამაშემ, ბრუკს კოეპკამ ის მოინახულა და თქვა, რომ ამის გამო ძალიან წუხს. მისივე განმარტებით, შეჯიბრისას მაყურებლებისთვის განკუთვნილი სივრცე სათამაშო ზონასთან ძალიან ახლოს იყო.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები