საფრანგეთის სამხრეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული და დაშავებული 10 ბავშვის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

საფრანგეთის სამხრეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული და დაშავებული 10 ბავშვის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

საფრანგეთის სამხრეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული და დაშავებული 10 ბავშვის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV-ი ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

მატარებელი სასკოლო ავტობუსს სარკინიგზო გადასასვლელზე შეეჯახა. მომხდარის შედეგად 7 ბავშვი მძიმედ დაშავდა, 12-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმისგან ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო.

პროკურორი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვერ ამოიცნეს დაღუპული 4 და მძიმედ დაშავებული 7 ბავშვი. დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის. მატარებლის მგზავრებიდან და პერსონალიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები