საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 24 ივლისამდე გაახანგრძლივა

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 24 ივლისამდე გაახანგრძლივა

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 24 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა გააკეთა. ორშაბათს საკითხს პარლამენტი განიხილავს.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 24 მარტიდან, 2 თვით ამოქმედდა. 11 მაისიდან კი შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დაიწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები