საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა პაკეტზე, რომელიც სოციალური რისკებისგან დააზღვევს ადამიანებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა პაკეტზე, რომელიც სოციალური რისკებისგან დააზღვევს ადამიანებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა პაკეტზე, რომელიც სოციალური რისკებისგან დააზღვევს ადამიანებს, რომლებიც უკვე დარჩნენ უმუშევრები ან მომავალში დარჩებიან.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, თუ ბიუჯეტში ცვლილებები საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა, მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

„საქართველოს მთავრობამ პირველი ეტაპის პროგრამა წარმოადგინა, ეს იყო ერთმილიარდიანი პროგრამა, რომელმაც მოიცვა ის სექტორები, რომელთა წინაშე, პირველ ყოვლისა, დადგა ეს პრობლემები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე პაკეტზე, რომელიც სოციალური რისკების დაზღვევას გაითვალისწინებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს პრობლემა დაუგდათ – უკვე დარჩნენ უმუშევრები ან მომავალში დარჩებიან. ამ პროგრამაში არის სხვადასხვა კომპონენტი და ვფიქრობ, უახლოესი პერიოდის საკითხია, როცა პრემიერი მას წარმოადგენს. ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუ ეს ცვლილებები საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის დროს, ის მოითხოვს დაჩქარებულ განხილვას. საქართველოს პარლამენტი მზად არის, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს მთავრობას, ხოლო თუ მაისისთვის იქნა ეს ცვლილებები შემოტანილი, მაშინ ასეთ შემთხვევაში რეგლამენტში გათვალისწინებულია ორდინალური პროცედურები”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები