საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს შეხვდნენ.

როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ვაჟა ჯაფოშვილმა და გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ დროისათვის, 800 ათასამდე ადამიანი არის ჩართული.
ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
როგორ უნდა შეამოწმონ დასაქმებულებმა საკუთარი საპენსიო ანგარიშები, რა პროცედურა უნდა გაიაროს დასაქმებულმა, თუ მას დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება სურს და რატომ უნდა დარჩნენ ისინი სქემაში – ეს დისკუსიის მთავარი საკითხები იყო.
ვაჟა ჯაფოშვილმა და გიორგი ჭიჭინაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე ყველა შეკითხვას უპასუხეს და დასაქმებულებს კიდევ ერთხელ აუხსნეს მიმდინარე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და უპირატესობები.
დასაქმებულებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ საპენსიო დანაზოგი არის ყველაზე დაცული აქტივი.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კომპანიის თანამშრომლებს განუმარტა, რომ დაგროვებითი სქემა, რომელიც საქართველოში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, არის 275%-იანი, მომენტალური და ურისკო ამონაგები დასაქმებულის შენატანზე, რომელსაც დამატებით, ყოველწლიურად, 8-10% სარგებელი ერიცხება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებლად შეამოწმებენ საკუთარ საპენსიო ანგარიშებს და გააგრძელებენ დაგროვებას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები