საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად, ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ხვადაგიანი საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 30 მაისს დაინიშნა.
2017 წლის შემოდგომაზე, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ალექსანდრე ხვადაგიანმა თანამდებობა დატოვა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები