საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი მეშელიანის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა ამოქმედდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი მეშელიანის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა ამოქმედდება.
“ევროკავშირისა და ქართველი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას. დოკუმენტი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნა; კიდევ უფრო მოქნილი და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დანერგვა; საგარეო ვაჭრობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ხარჯების მკვეთრად შემცირება კერძო სექტორისთვის, რაც ჯამში, მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში”, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
მსგავსი სიახლეები

30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი

ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა, სადაც დაღუპული გმირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-სა და შავი ზღვის კომიტეტის ერთობლივ კონფერენციას მასპინძლობს
