საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას ძალიან დადებითად აფასებს.

ამ წუთებში, დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს უსმენენ.
”ჩვენ განვიხილეთ ბატონი გიორგის კანდიდატურა კომიტეტზე, ცოტა უცნაური ფორმით, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ გამჭვირვალობისთვის მიზანშეწონილი იყო ბატონ გიორგის ინტერნეტის საშუალებით დაეფიქსირებინა ხედვა. ამ განხილვების შემდეგ კომიტეტის დასკვნა იყო უარყოფითი, რადგან კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბატონ გიორგის, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ვაფასებთ მის პროფესიონალიზმს, მის მიერ გაწეულ საქმიანობას იმ მიმართულებებით, რომელი მიმართულებითაც წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდა და ამას ძალიან დადებითად ვაფასებთ. ამის მიუხედავად ”ქართული ოცნების” გუნდს ყავს თავისი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი აზრით, სხვადასხვა კრიტერიუმებით უფრო მეტად აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის აუცილებელ ნიშან-თვისებებს. კომიტეტის გადაწყვეტილება იყო ისეთი, როგორიც იყო, თუმცა ვადასტურებთ ჩვენს ძალიან დადებით შეფასებას ბატონი გიორგის მიმართ”, – განაცხადა კილაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები