საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ახალ საბაჟო კოდესის პრეზენტაცია შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ახალ საბაჟო კოდესის პრეზენტაცია შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ახალ საბაჟო კოდესის პრეზენტაცია შეაფასა. დეპუტატი აცხადებს, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის.
“დღეს იმპორტიორებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის. საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თანამედროვე საბაჟო კანონმდებლობით, გამართული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი სერვისებით საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტვირთბრუნვის, არამედ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდას”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამართა. კოდექსი ევროკავშირის ქვეყნებთან საბაჟო ურთიერთობების გამარტივებას ითვალისწინებს.
მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები