საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან კობერიძე სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან კობერიძე სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან კობერიძე სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები რეალურ შედეგებს იძლევა და თვალსაჩინოა, თუ როგორ იცვლება ეს სისტემა სადამსჯელო დაწესებულებიდან საზოგადოებაში სრულყოფილად დაბრუნების შესაძლებლობად.
დეპუტატმა პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის შემცირებულ რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს, სისტემური მიდგომის მაგალითია.
“როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რეფორმებს, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში კახი კახიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და ერთ-ერთი სამაგალითოა, რეალურ შედეგებს იძლევა და ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ როგორ იცვლება ეს სისტემა სადამსჯელო დაწესებულებიდან, პატიმრისათვის სასჯელის მოხდის პროცესში და მის შემდგომ, საზოგადოებაში სრულყოფილად დაბრუნების შესაძლებლობად, მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხით.
ეს შედეგი დაადასტურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა – „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში“ რომლის მიხედვითაც საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა.
გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ეს შედეგი ტუბერკულოზისა და პატიმართა ჯანმრთელობის საკითხისადმი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების სინქრონული, სისტემური მიდგომის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ”-აღნიშნა დეპუტატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები