საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მანდატურის შესახებ კანონპროექტს დადებითად აფასებს და აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მანდატურის შესახებ კანონპროექტს დადებითად აფასებს და აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მანდატურის შესახებ კანონპროექტს დადებითად აფასებს და აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, სკოლას მეტად უსაფრთხოს გახდის.
“ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება და ინიციატივაა. მივესალმები ამ ერთობლივ პროექტს, რომელიც მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს მონაწილეობით და მისი შინაარსი არის უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო გარემოს, ბავშვებისთვის არაძალადობრივი გარემოს შექმნა და მაქსიმალური პრევენცია, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ტიპის ძალიან სახიფათო ფაქტები, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით. ამიტომ, ამ პროექტის არსი არის ის, რომ გაიზარდოს პრევენციული წინაპროფილაქტიკური ღონისძიებები, მანდატურის სამსახური დაიხვეწოს, გაფართოვდეს, მისი უფლებამოსილება დაკონკრეტდეს და ზუსტად ასახავდეს ის იმ საფრთხეების პრევენციას და საფრთხეების თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა შეიქმნას სკოლაში.
ბავშვებთან მოპყრობის წესი, მათი პრობლემების შეჯახების შემთხვევაში სკოლა როგორ რეაგირებს, მანდატური რას აკეთებს, რა ეტაპზე ხდება ჩარევა – რომ ეს ყველაფერი კანონში იყოს კარგად გააზრებული, რაც ითარგმნება იმგვარად, რომ მივიღოთ მაქსიმალური დაცვის ღონისძიებები ბავშვებისთვის, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხო გარემოში და ის ბავშვები, რომელიც შესაძლოა იყვნენ გარკვეულწილად დარღვევის ინიციატორები, ან შესაძლოა რაიმე საეჭვო ან კანონსაწინააღმდეგო საქმეებს ატარებდნენ, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოქმედებდეს მანდატური. აი ეს ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი ამ პროექტში, ამიტომ, ნამდვილად მივესალმები ამ ინიციატივას და მე ვფიქრობ, რომ უკვე მალე დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში ამ კანონის განხილვა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. პროექტის განხილვას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები