საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. როგორც ის მიიჩნევს, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა პოლიტიკური იმიჯი ვერ შექმნა და ისეთივე სუსტია, როგორც აქამდე.
„დღეს, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა პოლიტიკური იმიჯი ვერ შექმნა და ისეთივე სუსტია, როგორც აქამდე. რაც შეეხება წინასაარჩევნოდ მათ მოსალოდნელ გაერთიანებას, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სხვადასხვა ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მქონე პარტიები გაერთიანდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათი პირადი ამბიციები საერთო მიზანს ჭარბობს.
მათი გაერთიანება თეორიულადაც რომ დავუშვათ, მაგალითად, ეროვნული ღირებულებების მქონე პარტიებისთვის „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპელებთან“ შერწყმა, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება, კანდიდატთან ერთად, მათი ლუსტრაცია იქნება. ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ ისინი რეალურად არ დაშლილან. რაც შეეხება ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიებს, მათ გაერთიანებებს ისევ ნულოვანი შედეგი ექნებათ. ასე რომ, ერთად აღებული ყველა ოპოზიციური პარტია იმ შედეგს ვერ ქმნის, რითაც სახელისუფლებო კანდიდატს თუნდაც მიუახლოვდებიან.
როდესაც ვსაუბრობ, რომ ოპოზიცია სუსტია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციის სისუსტე ნამდვილად არ მახარებს. ეს კარგი არ არის. პოლიტიკური კულტურა სწორედ იმ ქვეყნებშია მაღალი, სადაც ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია არსებობს. პოლიტიკურ პარტიებს შორის მაღალი კონკურენცია ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს ხდის. ჩვენი მიზანი კი ძლიერი და ეფექტური სახელმწიფოს შექმნაა, სადაც ძლიერ პოლიტიკას ძლიერი პარტიები ქმნიან”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები