საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გუშინ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აცხადებენ, რომ მათ კარგი კონსტიტუცია მიიღეს:
„ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და ასევე არის ევროპული ტიპის. მინდა დადებითად გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, რომ ვეტოში გამოყენებული იქნას ის ორი საკითხი, რომელზეც დამატებით ინიციატივას ვგეგმავთ, ეს არის ბონუსის საკითხი და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებს გუშინ 117-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 2-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ევრპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.
მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ამოცანა უნდა გახდეს პასუხი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მისწრაფებებზე-ედგარს რინკევიჩსი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა
