საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა.
“იმედი გვქონდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ისე შევისწავლიდით, დასკვნა პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი იქნებოდა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნის თანახმად, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან მან თქვა, რომ ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე, ვერ გაუშვებს ციხეში. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ დასკვნის თანახმად, გიორგი გახარიას ედავებიან, რომ მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გამოძიება საერთოდ შეჩერდა.
„მაშინ, როდესაც იმავე თვეში 490-მდე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ერთი ადამიანი დამატებით იყო დაკავებული. გამოძიება დღემდე გრძელდება და არის ბევრი ახალი გარემოება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრების აზრით, ყველა ადამიანი, ვინც კომისიაზე გამოსაკითხად იყო მისული, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ან მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
„ჩვენ დავდებთ ობიექტურ დასკვნას და პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ უკვე ამ დასკვნის შესახებ. დავდებთ ობიექტურ დასკვნას, სადაც იქნება ობიექტური შეფასებები, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე. იქნება ის მკაცრი რეკომენდაციები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს და ასევე, მაქსიმალურად იქნება კითხვებზე პასუხები გაცემული, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა. აქ არის დადგენილი კონკრეტული ხარვეზები და ამ დასკვნას უკვე წარვადგენთ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სცადეს, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში არის სრული ჩავარდნა.
„იცით, რომ პროცესი გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. „ევროპულმა საქართველომ“ სცადა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოს აქ არის სრული ჩავარდნა და არაფერი გაკეთებულა. შეგახსენებთ, ერთი ადამიანი მსჯავრდებულია მკვლელობისთვის, მეორე – მკვლელობის მცდელობისთვის. ათამდე პირი დამატებით პასუხისგებაშია მიცემული, შესაბამისად, მართლმსაჯულება ბოლომდეა მისაყვანი და პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს. ჩვენ დავდებთ ობიექტურ დასკვნას და ამ დასკვნაში, რა თქმა უნდა, ასახული იქნება „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის ობიექტური ნაწილი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები განიხილეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები