საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმას წარმატებულად აფასებს.

თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილება ამ რეფორმასთან დაკავშირებით თანმიმდევრულია, რადგან ეს პროექტი იწყება მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველობის პერიოდში კერძო სექტორში 133 000 ადამიანით მეტია დასაქმებული.

„ჩვენი რეფორმების შედეგად ბიზნესს 2017 წელს 360 მილიონი ლარი დარჩა გაფართოების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ბოლო 10 თვის მონაცემებით მთავრობამ 90 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებასა და მიმდინარე ხარჯებზე. რეფორმის ამოცანა – ეფექტურობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, მცირე მთავრობისკენ მოძრაობა – დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები