საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საკითხზე, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სწორს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საკითხზე, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სწორს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საკითხზე, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სწორს უწოდებს და მთავრობის მეთაურის პოზიციას იზიარებს.
როგორც გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო რეფორმის შედეგი უნდა იყოს სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება,.
მისი თქმით, იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც დღეს იუსტიციის საბჭოში არსებობს, აღნიშნული შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება.
„პრემიერის განცხადება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები, იყო სწორი და ვთვლი, რომ ეს კითხვის ნიშნები არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მართლმსაჯულებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური როლი ქვეყანაში ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თუ ეს როლი ვერ შეასრულა სასამართლო სისტემამ, ყველა სხვა ძალისხმევა ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, ფუჭი აღმოჩნდება. ერთის მხრივ, ჩვენ პოლიტიკური ზეგავლენებისაგან უნდა დავიცვათ სასამართლო სისტემა, მეორე არის საფრთხე, რომ თეორიულად, სასამართლო შეიძლება იქცეს კერძო ინტერესების დამცველ და გამტარებელ ავტონომიურ ორგანოდ – ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი იქნება და ამ ფონზე ძალიან რთული გახდება ადამიანების უფლებების არათუ მაღალი სტანდარტის შეთავაზება საზოგადოებისთვის, არამედ საერთოდ დაცვა. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი მახასიათებელი და საფრთხისშემცველი იყო სწორედ ის, რომ სასამართლო სისტემა იყო პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს დამოუკიდებლობის უფრო მეტი ხარისხი აქვს, ზოგადად, არგუმენტი არ უნდა იყოს, რომ უვადოდ დანიშვნის პრინციპი საფრთხის მატარებელია, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოცემულობა გვაქვს, თუ ჩვენ მივიღებთ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც უვადოდ არიან დანიშნულები და ისინი მართლმსაჯულების ნაცვლად კერძო ინტერესებს იცავენ, ჩვენ ძალიან ცუდ ვითარებამდე მივალთ. არ მინდა აპოკალიფსური სურათი დავხატო, მაგრამ ამ პროცესმა შეიძლება ძალიან ცუდი რეციდივები გამოიღოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ აიღოს და უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა გუნდმა. სასამართლო რეფორმა არ დამთავრებულა და სასამართლო რეფორმის შედეგი უნდა იყოს სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება, ამ ტენდენციებით რასაც ჩვენ დღეს იუსტიციის საბჭოში ვხედავთ, ძალიან სათუოა იმ შედეგის მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა, რომ სასამართლო სისტემაში იყოს“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველ გუნდში მძიმე რეაქციაა სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები