საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო, პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

პარლამენტი ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” – მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები