საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა შეეცდება დაარწმუნოს პრეზიდენტი, რომ შესაძლებელია შეთავაზებული ორი საკითხი ვეტოს ფარგლებში მოექცეს და ამით გამარტივდეს პროცედურა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ პირადად შევეცდებით მის დარწმუნებას, რომ შეთავაზებული ორი საკითხი შესაძლებელია ვეტოს ფარგლებში მოექცეს და ამით ჩვენ გავამარტივებთ პროცედურას, ამავდროულად ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ საკითხებს მარტივად მოვაგვარებთ, ეს არის ის საკითხები, რომელსაც ეთანხმებიან არა მხოლოდ ვენეციის კომისია, არამედ მთლიანად ქართული ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ ახალ კონსტიტუციას“,-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ადმინისტრაციაში კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები