საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანკართან რუსი სამხედროების მიერ სამუშაოების განახლების საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული.

ამის შესახებ „კვირას“ სუს-ში განუცხადეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დილიდან ცხელი ხაზი ორჯერ იქნა გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
„საკითხთან დაკავშირებით დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული“, – განაცხადეს სუს-ში.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები დღეს დილიდან ისევ განაახლეს. ისინი ადგილზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები