“სანამ არ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მანამ მაღალი ალბათობით პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა იქნება და ამ დროს მთავრობის საქმიანობაზე კონტროლი, როგორც წესი, რეალურად არ ხორციელდება”

“სანამ არ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მანამ მაღალი ალბათობით პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა იქნება და ამ დროს მთავრობის საქმიანობაზე კონტროლი, როგორც წესი, რეალურად არ ხორციელდება”

“სანამ არ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მანამ მაღალი ალბათობით პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა იქნება და ამ დროს მთავრობის საქმიანობაზე კონტროლი, როგორც წესი, რეალურად არ ხორციელდება”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციურ პროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციურ პროექტში შეტანილი ცვლილება იმან გააფუჭა, რომ მისი ამოქმედება 7 წლის მერე მოხდება.
“საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ის ოთხთვიანი პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი, შინაარსობრივი ცვლილებების უფრო ოპტიმალურ ვერსიაზე შესათანხმებლად. ამაზე მეტყველებს ახლა ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებები შემდეგ იწყება. კარგი ცვლილება გააფუჭა იმან, რომ მისი ამოქმედება 7 წლის მერე მოხდება, ხოლო სანამ ეს ამოქმედდება, მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად დარჩება.
ვენეციის კომისიის დასკვნაში, რამდენიმე შენიშვნის გარდა, ითქვა, რომ სწორი მიმართულებაა და არის ტექსტი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. იმ რამდენიმე შენიშვნიდან, ორის გარდა, ყველა იქნება გათვალისწინებული, თუმცა, ვნახოთ ინიცირებულ ცვლილებებს მიიღებს თუ არა პარლამენტი. არ გამოვრიცხავ, უმრავლესობის წევრებმა არ დაუჭირონ მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ხოლო ოპოზიციამ იმ მოტივით არ დაუჭიროს მხარი, რომ მისი მოთხოვნის ნაწილი გათვალისწინებულია, მაგრამ მეორე ნაწილი არა, ამიტომ კანონპროექტი შეიძლება ჩავარდეს”,-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო:kvira.ge
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები