სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი-კალაძე

სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი-კალაძე

სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისის ნაძვის ხეს და საახალწლო მორთულობას ეხება.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე დადგეს და დედაქალაქი ლამაზადაა მორთული.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ახალი წელიც პოლიტიზირებული იქნებოდა მათი მხრიდან, ჩემი მოწოდებების მიუხედავად, რომ პოლიტიკა ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ და გაერთონ, დატკბნენ გალამაზებული ქალაქით, როგორც არის საახალწლოდ მოწყობილი.

მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, ევროპაში საუკეთესო განათება იყოს დღეს დედაქალაქში თავისი სილამაზით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რომ დედაქალაქის მოსახლეობაა კმაყოფილი ჩვენი საახალწლო განათებებით. მინდა, ყველა მოვიწვიო. დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები