სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშივილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად-ირაკლი სესიაშვილი

სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშივილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად-ირაკლი სესიაშვილი

სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშივილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად.

ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავრი პროკურატურის მიერ.
სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და მასთან ასოცირებული მედია, უნისონში ეწევიან ესოდენ მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტევა მიაქვთ უსაფრთხოების სამსახურებზე, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას.

მიუხედავად ასეთი პოლიტიკური თავდასხმებისა, ჩვენ ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, დანაშაულთან ბრძოლის საქმეშიც ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებისა. საზოგადოებას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, ხოლო ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა.

წყარო:on.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები