“სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” განხორციელდება

“სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” განხორციელდება

“სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” განხორციელდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს შეეძლებათ ინდივიდუალური ან ერთობლივი პროექტებისთვის 7-დან 35 ათას ლარამდე მოცულობის გრანტი მიიღონ.
„პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ უკავშირდება სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ჩვენ ვართ ახლა ამ ინიციატივის ყველა კომპონენტის განხორციელების დასკვნით ეტაპზე. 25 წლის განმავლობაში პირველად, რაც ეს კონფლიქტი არსებობს, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ასევე 18 წელს მიღწეული ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის და იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებულია ახალი წესით, ეს არის სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალური ან ერთობლივი პროექტებისთვის მიიღონ 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი. 7 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცემა ინივიდუალურ პროექტზე, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში, ხოლო 15, 20 და 35 ათასი ლარის მოცულობის გრანტები გაიცემა ერთობლივ პროექტებზე, რომელიც წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობასაც და რაც მთავარია, ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისი თქმით, განაცხადების მიღება შესაძლებელი დღეიდან იქნება. მინისტტრის განცხადებით პროგრამა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სიპ-ის მიერ ხორციელდება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა ვებგვერდზე განთავსდება.
„მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ განაცხადი შეავსონ ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსახლეობის დახმარებისა და ნდობის მშენებლობის საკითხებში. საწყის ეტაპზე ამ პროგრამისთვის გამოყოფილია ნახევარი მილიონი ლარი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები