„სამშენებლო კომპანია “L ჯგუფის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს დღეებში უნდა ყოფილიყო მზად.

„სამშენებლო კომპანია “L ჯგუფის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს დღეებში უნდა ყოფილიყო მზად.

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
„სამშენებლო კომპანია “L ჯგუფის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს დღეებში უნდა ყოფილიყო მზად.
“ჩვენმა კომპანიამ ააშენა ეს კორპუსი თავიდან ბოლომდე, რაც შეეხება გაზს, გაზი ჩვენ არ გაგვიყვანია. “ყაზტრანსგაზს” მივეცით დაკვეთა, ამაში თანხა გადავიხადეთ და “ყაზტრანსგაზმა” მოახდინა გაზიფიკაცია”, -აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა კორპუსი ექსპლუატაციაში შესული, ის შემდეგნაირად პასუხობს – “თებერვალში დავწერეთ განცხადება, ხვალ ან ზეგ უნდა აგვეღო საბუთი და საჯარო რეესტრში უნდა ჩაგვებარებინა”.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები