სამი დღის განმავლობაში 21-23 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები მოიყრიან თავს

სამი დღის განმავლობაში 21-23 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები მოიყრიან თავს

ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის საერთაშორისო მოედანს წარმოადგენს. AD Black Sea 2017-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაა. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 20-ამდე ქვეყნის სარეკლამო ბიზნესში დასაქმებული კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. სარეკლამო-საკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები კრეატიულ სარეკლამო პროექტებს წარადგენენ 10 ნომინაციაზე: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling.

ფესტივალში მონაწილეებს, ტრადიციულად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სარეკლამო სფეროს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები. ჟიური გამარჯვებულ მონაწილეებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვებს. საუკეთესო კომპანიას კი გადაეცემა გრამპრი. ფინალური შედეგები 23 სექტემბერს AD Black Sea 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. საქართველოში ფესტივალი AD Black Sea პირველად 2015 წელს ჩატარდა და პირველივე წელს არამარტო ქართული, არამედ მთელი რეგიონის ყურადღება მიიპყრო. 2017 წელს კი ღონისძიება სახელმწიფო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები