სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი საბუთები გადაეცა.

სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი საბუთები გადაეცა.

სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი საბუთები გადაეცა.

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა და მათ ფართების დაკანონება მიულოცა.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა – ის, რასაც ელოდით და ჩვენი მხრიდან იყო დაპირება. ოფიციალურად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თქვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გამოგეცემათ ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდით და გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო მათ დამტკიცებას ვერ ახერხებდით. მინდა მოგილოცოთ და პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ ამ რთულ დროს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება. მერია ამ პროგრამას მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს.

მერის განცხადებით, მოქალაქეებმა, რომელთაც მსგავსი პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ გამგეობებს და გაარკვიონ, რა დოკუმენტები სჭირდებათ ქონების დასამტკიცებლად.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდათ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები