სამგორის რაიონის ახალი გამგებელი დავით კერესელიძე თბილისის მერს კახი კალაძეს გამგებლის პოსტზე წარდგენისთვის და ნდობისთვის მადლობას უხდის.

თბილისის ახალი გამგებლები თბილისის მერმა დღეს დილით წარადგინა.

“დიდი მადლობა მინდა გამოვუცხადო ბატონ კახის ამ დიდი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო ამ გუნდის წევრი და შევასრულო დანაპირები თბილის ქალაქში. სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება. ჩემთვის სამგორი არის მშობლიური რაიონი და მინდა შევიტანო წვლილი მისი შემდგომი განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისათვის. სამგორის რაიონს ადრე ერქვა საქარხნო რაიონი, იქ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, არის სოციალური პრობლემატიკა და ავარიული ბინები. ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია, ჩვენ ეს აღვრიცხეთ. ამას სახელმწიფო თავისი ძალით ვერ მოერევა და პირობას ვდებთ, რომ ამ პრობლემატიკას კერძო საინვესტიციო პროექტებით, სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით შევძლებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები