სამედიცინო სფეროს სპეციალისტები პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ. ექიმები იმედოვნებენ, რომ თუკი ქვეყანაში ვაქცინაცია ისეთი მაღალი ტემპით გაგრძელდება, როგორიც ბოლო დღეებშია, უახლოეს პერიოდში მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდება.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა ჩვეული ცხოვრების რეჟიმს უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს. ის ასევე მიმართავს აცრის მოწინააღმდეგეებს და განმარტავს, რომ თუკი ისინი პოზიციას არ შეიცვლიან, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში კვლავ შენარჩუნდება.

„ვაქცინაცია არის პირდაპირი და ერთადერთი გზა პანდემიის დაძლევისთვის, ახალი შემთხვევების შემცირების. რა უნდა მოხდეს ქვეყანაში ან კიდევ რა არგუმენტების სჭირდებათ მათ, რომ უარი თქვან ანტივაქსერობაზე. კიდევ რა არგუმენტები დარჩათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ანტივაქსეის პოზიციაზე ყოფნა. თუკი ეს ადამიანები არ შეიცვლიან პოზიციას უნდა ჩავთვალოთ, რომ ისინი არა ანტივაქსერები, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები არიან და შეგნებულად, გამიზნულად ცდილობენ ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა შექმნან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები